მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩირიკელამ“ ბოსტნეულის ჩიფსის წარმოება დაიწყო

5f7f2651d6d28
ნუცი ბაზლიძე
09.10.20 10:10
1604
კომპანია "ჩირიკელა", რომლის პროდუქციაც ხილისა და ბოსტნეულისგან დამზადებულ ჩირებსა და სხვადასხვა სახეობის ჩაის აერთიანებს, 2020 წლიდან უკვე ბოსტნეულის ჩიფსების კატეგორიასაც მოიცავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო მჭედლიძემ განუმარტა.

როგორც ის აღნიშნავს, ჩიფსები ძირითადად სტაფილოსა და ჭარხლისგან მზადდება. გარდა ამისა, პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს დესერტებსაც - თაფლში წარმოდგენილი ნიგვზის სახით და ასევე, ხელმისაწვდომია ზეითუნის ზეთში სუნელებით წარმოდგენილი პომიდვრის ჩირი.

ნინო მჭედლიძის განმარტებით, საწარმო თეთრიწყაროში მდებარეობს ა და 20 დასახელების პროდუქცია ჯამში დაახლოებით 3000 კილოგრამამდე აღწევს.

ნინო მჭედლიძის განმარტებით, „ჩირიკელას“ პროდუქციით თეთრიწყაროში ადგილობრივი მაღაზიები მარაგდება, უფრო ფართო მასშტაბით კი, Facebook-ის გვერდის დახმარებით, სადაც შესაძლებელია ონლაინ შეძენა.
რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, ფასი 2 ლარიდან იწყება, სპეციალური საახალწლო შეფუთვის ღირებულება კი 20 ლარამდე აღწევს.

როგორც ნინო მჭედლიძე განმარტავს, სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა იცვლება და აქტიურ პერიოდში, პროცესში დაახლოებით 5-7 ადამიანი ერთვება.

ნინო მჭედლიძემ BM.GE-სთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

„ჯერ გვინდა გვქონდეს ცალკე საწარმო, რომლითაც პირველ რიგში, ადგილობრივ ბაზარს მოვამარაგებთ, ვგეგმავთ, რომ დავიმატოთ პუნქტები თბილისშიც, შემდეგ კი ექსპორტზეც ვიფიქრებთ“, - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის: „ჩირიკელა“ 3 წელია ფუნქციონირებს. ნინო მჭედლიძესთან ერთად მისი დამფუძნებელია ნინო ტიკურიშვილი. კომპანიის დასაფუძნებლად ინვესტიცია 25 000 ლარს მოიცავდა, საიდანაც „ჩირიკელა“ 15 000 ლარით სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დააფინანსა.