მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩირინა: "დღეში 70 ტონა ხორცს ვაწარმოებთ, შეფერხება გამორიცხულია"

5e737623cc7ac
თათია ჩაფიჩაძე
19.03.20 18:00
3039
კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძის თქმით, კომპანიას მარაგებთან დაკავშირებით პრობლემები გაზრდილი მოხმრების პირობებშიც არ შეექმნება. როგორც რევაზ ვაშაკიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე მარაგში 120 ტონა ხორცია, ყოველდღიურად კი 70 ტონა პროდუქტი იწარმოება.

„ჩვენთან შეფერხება გამორიცხულია. ხორბლის მარაგები ჩვენ ზაფხულამდე გვაქვს, რაც შეეხება სიმინდს, წლის ბოლომდე. მიწოდების თვალსაზრისით პრობლემები არ შეიძლება შეგვექმნას. დღეში დაახლოებით 70 ტონა ხორცს ვაწარმოებთ და ვყიდით.

სადღეისოდ მოხმარება გაზრდილია და ეს გავიხარია, თუმცა, ვამჩნევთ, რომ ხალხის ეკონომიური სიტუაცია, როცა ყველაფერი დაკეტილია, მაინც მძიმეა ფასთან მიმართებით. ამიტომ ჩვენ ფასი კი არ გავზარდეთ, არამედ შევამცირეთ გამომდინარე იქიდან, რომ ხალხს მეტი შესაძლებლობა არ აქვს. თითქმის 1 ლარით შემცირებულია ფასი გაყინულ ქათამზე და ნედლ ხორცზეც აქციები მიმდინარეობს.

ჩვენ არც ვაპირებთ ფასის მომატებას ამ პერიოდში. მოლაპარაკება გვაქვს დიდ სუპერმარკეტებთან, რომ მათაც არ გაზარდონ ფასი, ეს ჩვენი მოთხოვნაა“ - განაცხადა ვაშაკიძემ.