მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩირინა“ ქათმის ხორცპროდუქტებს სურსათის უვნებლობის ISO სტანდარტებით აწარმოებს

608036ea8ea50
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.21 18:33
912
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ პროდუქციას სურსათის უვნებლობის ISO სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს. აღნიშნული სერტიფიკატი მწარმოებელს გერმანულმა კომპანიამ გასული წლის ნოემბერში 3 წლით მიანიჭა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბიუ ბიუს“ ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ჩირინას“ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000 HACCP-ის პრინციპებით აქვს დანერგილი. აღნიშნული სისტემის მიხედვით „ჩირინას" სერტიფიცირება გერმანულმა სასერტიფიკაციო კომპანია TUV SUD-მა მოახდინა.

„ISO 22000 სერტიფიკატი მომხმარებლისთვის და პარტნიორებისთვის ხარისხის გარანტიაა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოფს პროდუქციის უვნებლობისთვის საჭირო ყველა პირობასა და პროცედურას წარმოების ყველა რგოლში“, - აღნიშნავენ კომპანიაში.