მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირინა" სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას რამდენიმე თვეში დაასრულებს

5e48f6cb8ff8a
ანა ლაპიაშვილი
16.02.20 12:50
1419
"ჩირინა" სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას რამდენიმე თვეში დაასრულებს. სართიჭალაში, ფერმერული მეურნეობის მიმდებარედ კომპანიისთვის სამაცივრე კომპლექსს ჰოლანდიური კომპანია აშენებს, რომელიც - 20 გრადუსზე, 1500 ტონა პროდუქტს დაიტევს.

"ჩვენ გვექნება სასაწყობე მეურნეობა, სადაც შეგვიძლია პროდუქცია შევინახოთ. ყოველთვის არ არის გაყიდვები იდეალურად, ამიტომ იყო საჭირო სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა", – ამბობს რევაზ ვაშაკიძე, კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი.

3 ჰა ტერიტორიაზე, რომლის ნაწილსაც სამაცივრე მეურნეობა დაიკავებს, კომპანია "ჩირინა" გადამამუშევებელი ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს, რისთვისაც სამშენებლო ნებართვის მისაღებად პროცედურები უკვე დაწყებულია.

"პროექტი მშენებლობაზე ნაბრთვის მისაღებად უკვე შეტანილი გვაქვს, როგორც კი ნებართვას მივიღებთ, ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაც დაიწყება. ქარხნის მშენებლობისთვის პროექტი იმავე ისრაელურმა კომპანიამ შეადგინა, რომელმაც ფერმერული მეურნეობა დაგვიკომპლექტა. შენებას ჰოლანდიური კომპანია განახორციელებს და ტექნოლოგია გერმანული იქნება", - აღნიშნავს ვაშაკიძე.

გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, "ჩირინას" დამფუძნებლის გათვლებით, ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.