მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩირინა”: საქართველოში ხორცი ნაყინის მაცივარში იყიდება

5f6af80125dbb
ლიკა გურაბანიძე
23.09.20 21:00
1519

“იმისათვის, რომ ქვეყანაში ხორცის ინდუსტია განვითარდეს, აქცენტი ნედლ ხორცზე უნდა გაკეთდეს”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “ჩირინას” დირექტორის მოადგილე, ქეთი ვაშაკიძემ ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ინდუსტრიულ წარმოებაზე გაკეთდეს, ვინაიდან ქვეყანაში ინდუსტრიული წარმოებების საშუალებით ცოდნა იქმნება.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბაზარზე კონკურენტული პროდუქცია შევქმნათ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შექმნილმა პროდუქციამ იმპორტირებულს კონკურენცია გაუწიოს.

იმისათვის, რომ ქვეყანაში ხორცის ინდუსტია განვითარდეს, აქცენტი ნედლ ხორცზე უნდა გაკეთდეს. ნედლ ხორცს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის კონკურენტული უპირატესობა აქვს. დღეს გაყიდვები გაყინულ ხორცზეა ორიენტირებული. ხორცი ნაყინის მაცივარში იყიდება", - განაცხადა ვაშაკიძემ.