მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩირინა: "სიმინდის მარაგები წლის ბოლომდე, ხორბლის კი - ზაფხულამდე გვაქვს"

5e7391617ff11
თათია ჩაფიჩაძე
20.03.20 09:40
1324
კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ კრიზისულ სიტუაციაში პროდუქციის მიწოდების თვალსაზრისით პრობლემები არ შეიქმნება. მისი თქმით, ადგილობრივ საწარმოებს ნედლი ხორცით მოსახლეობის მომარაგება შეუძლია.

„საქმიანი დილის“ ეთერში ვაშაკიძემ ხორბლის და სიმინდის მარაგებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სიმინდის მარაგი წლის ბოლომდე, ხორბლის კი ზაფხულამდე ეყოფა.

„ჩვენთან შეფერხება გამორიცხულია. ხორბლის მარაგები ჩვენ ზაფხულამდე გვაქვს, რაც შეეხება სიმინდს, წლის ბოლომდე. მიწოდების თვალსწარისით პრობლემები არ შეიძლება შეგვექმნას. დღეში სრულად დაახლოებით 70 ტონა ხორცს ვაწარმოებთ და ვყიდით.“ - განაცხადა ვაშაკიძემ.