მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირინა" სოსისის წარმოების დაწყებას გეგმავს

5dc7b40a47e91
ანნა ლაპიაშვილი
10.11.19 10:42
6527
მომავალი წლიდან კომპანია "ჩირინა" 25 000 ტონა ქათმის წარმოებას შეძლებს. საწარმოო მოცულობის ზრდის შესაძლებლობა 2020 წლის მარტიდან ჩნდება, როცა ქათმის ფერმის მშენებლობას დაასრულებს და მზა ინფრასტრუქტურა სრულად დაიტვირთება.

"ეს მარტივი არ არის. ასეთი ზომის წარმოება საქართველოში არ შემდგარა. ამავე დროს ჩვენ ბევრი თანმდევი წარმოებები გვაქვს. მაგალითად რამდენიმე ჯგუფმა ხორბლისა და სიმინდის წარმოება დაიწყო. "- ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

ვაშაკიძე BMG-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბაზრის სრულად ადგილობრივი წარმოების პროდუქტით დასაკმაყოფილებლად, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ფერმის ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად კომპანია "ჩირინა" 2000-ტონიან სამაცივრე მეურნეობასაც აშენებს, რომელიც აუცილებელი წარმოების გაფართოვებისათვის გახდა.

"შემდეგი წლიდან ქათმის სოსისების და ბასტურმების წარმოებას ვიწყებთ. ამ გეგმის რეალიზება ფაქტობრივად 2020 - 2021 წლებში მოხდება. ნედლეული ძირითადად ქათამი იქნება, თუმცა ჩვენ გვინდა რომ ღორის ხორციც გადავამუშავოთ. გვინდა ხელშეკრულება ღორის ერთ ერთ მწარმოებელთან დავდოთ და მისი პროდუქციაც გადავამუშავოთ,"- განმარტავს რევაზ ვაშაკიძე.

კომპანია "ჩირინას" დამფუძნებლის ინფორმაციით მას შემდეგ, რაც საწარმო სრულად ამუშავდება რეალიზაცია წლიურად 150 მლნ ლარს მიაღწევს.