ქათმის ხორცის მწარმოებელმა კომპანია „ჩირინამ“ დღეს, სოფელ სართიჭალაში, კიდევ ერთი ფერმა გახსნა.
როგორც BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს, შპს „ჩირინამ“ EBRD-ის თანადაფინანსებით ახალი მეფრინველეობის კომპლექსი „სართიჭალა-3“ საწარმოო მოცულობების გაფართოების და წარმოების განვითარების მიზნით ააშენა.
„კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას შეძლებს. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება.
კომპანიამ ფერმები ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად ააშენა, ხოლო ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა კომპანიის პარტნიორმა Big Dutchman-მა უზრუნველყო. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მკვეთრად ზრდის ქათმის ხორცის წარმოების შესაძლებელობას საქართველოში“, - აცხადებენ კომპანია „ჩირინაში“.
ცნობისთვის, კომპანია „ჩირინა“ 2010 წელს დაარსდა დ 2013 წლიდან პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ უკვე 7 წელია რაც „ბიუ-ბიუ“ გაყინული და ნედლი ქათმის ხორცპროდუქტები ყოველდღიურად ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე და ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო წლებში კი „ჩირინა“ ეტაპობრივად შინაური ფრინველის წარმოებას ზრდის, რითაც იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცს ხარისხიანი, ადგილობრივად წარმოებული ხორცით ანაცვლებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი