მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩირინას” დამფუძნებელი ფრინველის ხორცის ბაზარზე შექმნილ მაღალ გაურკვევლობაზე საუბრობს

62347be635828
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.22 17:30
1429
საქართველოში მეფრინველეობის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებლის “ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ფრინველის ხორცის ბაზარზე არსებული მაღალი გაურკვევლობის შესახებ საუბრობს. ვაშაკიძე ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში არაერთი მსხვილი საწარმო და ფერმა გაანადგურა, თავად რუსეთში კი მეფრინველეობის კომპანიები გაკოტრებისკენ მიდიან, რაც საფასო კონტროლით არის გამოწვეული. რევაზ ვაშაკიძის თქმით, დაძაბული ვითარებაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით თურქეთშიც.

რევაზ ვაშაკიძის განმარტებით, ამჟამად "ჩირინას" ნელდლეულის საკმარისი მარაგები აქვს და კომპანიამ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდანაც მიიღო ახალი დაკვეთა, თუმცა ამის მიუხედავად “ჩირინას" მაღალი გაურკვევლობის პირობებში უწევს ოპერირება.

“გაურკვეველი სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. ეს იწვევს ნედლეულის ფასების გაზრდას, იგივე ფრინველის ფასების გაზრდას და გეტყვით რომ ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ქათამს და ქათმის ხორცს აწარმოებს ჩერდება და გაკოტრებისკენ მიდის. ამიტომ, წარმოიდგინეთ რომ რუსეთი ქათამს საერთოდ ვეღარ გაყიდის და რთული სიტუაცია აქვს.

ქათმის ფასი რომ აიღოთ რუსეთის შიდა ბაზარზე, არის დაახლოებით ერთი დოლარი, რატომ არის ერთი დოლარი? - რადგან იქ პროკურატურა ზღვრუავს ფასების ზრდას. შესაბამისად, კომპანია, რომელიც ქათამს აწარმოებდა ან შეწყვეტს ან გაჩერდება ან რაღაც მოუვა და გაჩნდება დეფიციტი.

უკრაინაში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი იყო, ტანკები რომ შედიან, ანადგურებენ ამ ფერმებს, რაც ძალიან ცუდია. თურქეთში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

ჩვენ ვაწარმოებთ იმას, რაც გვქონდა დაგეგმილი, გეტყვით, რომ გუშინწინ აზერბაიჯანში გაიმართა სამთავრობო შეხვედრა და მისცეს დავალება, რომ შეისყიდონ ქათმის ხორცი. მათ შორის ჩვენგანაც, რადგან ჩვენ ახლოს ვართ ყველაზე.

ჩვენ გვაქვს მარაგები, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან გაურკვევლობაა ზოგადად", - გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

რევაზ ვაშაკიძე "საქმიანი დილის" ეთერში: