13.სექტემბერი .2020 15:16

ჩოჩელი: არ შეიძლება, ბანკების მოგება მთელი ეკონომიკის მოგებას 3-ჯერ აღემატებოდეს

views 735
უკან

„საფინანსო სექტორის გააქტიურება ბიზნესის მიმართულებით, ანგრევს ბიზნესს“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ კუთხით პრობლემებია საკანონმდებლო ბაზაშიც კი.

"ნებისმიერი ქვეყნის მაგალითზე, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სანახევროდ მაინც განვითარებული ქვეყანაა, არ შეიძლება ბანკების მოგება აღემატებოდეს ქვეყნის მთელი ეკონომიკის მოგებას 3-ჯერ და 4-ჯერ, რაც ჩვენი ქვეყნის რეალობაა. ბანკები, დაწყებული სადაზღვეოდან - დამთავრებული წარმოებებით, ყველა სფეროში არიან.

ბიზნესები ბანკების გარეშე ვერ ვმუშაობთ. გამოდის, რომ ვისგანაც ვსესხულობთ, ის ხდება ჩვენი კონკურენტი. სესხის აღების დროს ჩვენ მათ ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით თვითღირებულებიდან დაწყებული, დანარჩენი ხარჯების ჩათვლით და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი შემოდიან კონკურენციაში. ეს აზიანებს ბიზნეს გარემოს. იგივე ინვესტორების თვალსაზრისითაც, ისინი სხვანაირად უყურებენ ამ საკითხს”, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა