10.სექტემბერი .2019 09:40

ჩოჩელი ლარის კურსზე: ბევრი ნიუანსია, სადაც დაშვებულია შეცდომები

views 459
უკან

„ლარის კურსზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს. ერთ-ერთი, რაც უმთავრესია, უკვე რამდენიმე ათეული წელია საქართველო არის მომხმარებელი ქვეყანა და რეალურად ადგილზე მინიმალური რაოდენობის პროდუქტი იქმნება“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.

ბიზნესმენი ახალი ეკონომიკური გუნდისგან ლარის კურსთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება და მიიჩნევს, რომ წინასწარი შეფასებები კურსზე უარყოფითად აისახება.

„ის განცხადებები, რომლებიც ლარის კურსთან დაკავშირებით კეთდებოდა,  დაწყებული მთავრობიდან დასრულებული ეროვნული ბანკით და შედეგად, როდესაც დღეს ჩვენ უარყოფით მოლოდინებზე ვსაუბრობთ, ამ მოლოდინებს სწორედ ის განცხადებები იწვევს, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ლარი ყოველდღიურად იცვლის კურსს და ამ დროს ვამბობთ, რომ ლარი სტაბილურია და მას არაფერი ემუქრება, ზუსტად ეს აჩენს უარყოფით მოლოდინებს.

მოსახლეობის ცნობიერებაში უკვე ჯდება აზრი, რომ დღეს არსებული მდგომარეობა მისაღებია. ძალიან ბევრი ნიუანსია, სადაც დაშვებულია შეცდომები, რომელსაც სიღრმისეული ანალიზი უნდა, რომ არსებული სიტუაცია ლართან მიმართებაში რადიკალურად შეიცვალოს. ისეთი პატარა ეკონომიკა, როგორიც საქართველოშია შეუძლებელია ლარის დასტაბილურება ვერ შევძლოთ. არ დასტაბილურება უფრო რთულია, ვიდრე დასტაბილურება,” - განაცხადა ჩოჩელმა


ბიზნესმენის აზრით, იმისათვის, რომ ეკონომიკა სტაბილური იყოს, ქვეყანამ მიახლოებით იმ პროდუქციის ნახევარი მაინც უნდა შექმნას, რასაც ჩვენი მოსახლეობა მოიხმარს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით დამოკიდებულები უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხებზე და მუდმივად იქნება იმაზე საუბარი, რომ გარე ფაქტორები ლარის კურსზე სერიოზულ გავლენას ახდენენ“ - განმარტა ბიზნესმენმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა