13.სექტემბერი .2020 19:05

ჩოჩელი-“ზედაზენში” დივიდენდი გაცემული არ გვაქვს, ხელფასებიც არაა იმ დონის და რა გამოდის?

views 839
უკან

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. ამის შესახებ მან Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.

“ადამიანები უკვე შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, ისინიც კი, ვისაც სოციალური დახმარებები აქვს. იმიტომ, რომ ხალხს უნდა, თავისი შრომით, ამაყად შეინახოს თავისი ოჯახი”,- აცხადებს ბიზნესმენი.

მისი თქმით, ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება. ბიზნესმენი ამბობს, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანაში ბიზნესის წარმოება არამომგებიანია. ცეზარ ჩოჩელი მისი კომპანიის “ზედაზენის” მაგალითზე საუბრობს.

“2012 წელს გავხსენით კომპანია, დღემდე 350 მლნზე მეტი გვაქვს ბიუჯეტში შეტანილი. 1000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული დღეს კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა თანხებია გადახდილი, ერთი თეთრი დივიდენდი არ არის გაცემული; ამ დროს არც ის დასაქმებული მყავს სრულად კმაყოფილი, იმიტომ რომ ხელფასები, მე თვითონ ვიცი, რომ არ არის იმ დონის. მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით უკეთესი ანაზღაურება გვაქვს.

დივიდენდი ერთი თეთრი არ არის გატანილი, ბიზნესში სრულად ჩადებულია 100 მილიონზე მეტი თავისი კრედიტებიანად. ძირითადად ვემსახურებით სახელმწიფოს და დასაქმებულებს. და რა გამოდის? ყველა უკმაყოფილოა, დამფუძნებელიც, სახელმწიფოც და დასაქმებულიც”,- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა