მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოეთ კორეამ დონეცკი და ლუგანსკი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ცნო

62d02baa8da1a
BM.GE
14.07.22 19:04
926

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკებზე”, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 

ჩრდილოეთ კორეა მესამე ქვეყანაა რუსეთისა და სირიის შემდეგ, რომელმაც უკრაინის დონბასის რეგიონში არსებული “სახელმწიფოები” აღიარა.  

მოსკოვში დონეცკის საელჩოს "ტელეგრამის" გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩრდილოეთ კორეის ელჩს ამ რეგიონების აღიარების დოკუმენტები უჭირავს.