23.სექტემბერი .2019 23:00

ჩრდილოეთ პოლუსზე სასტუმრო გაიხსნება

views 358
უკან

თუ ჩრდილოეთ პოლუსზე შვებულების გატარება გსურდათ და ეს აქამდე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, მალე სურვილი, შეიძლება რეალობად აქციოთ. 


ფინური კომპანია "პრობლემის" გადაჭრაზე უკვე მუშაობს.


Luxury Adventures 2020 წლის აპრილში, არქტიკის მყინვარის გარშემო უსაფრთხო ადგილებზე 10 შუშის ოთახის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი იან ჰონკანენი აცხადებს, North Pole Igloos-ს სასტუმრო წელიწადში, 1 თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.



არქტიკულ ამინდის პირობებში შუშის ოთახებმა სველი წერტილებით, ტესტირება უკვე გაიარა. იქ, ზამთარში ტემპერატურა შეიძლება მინუს 45 გრადუსამდე დაეცეს. შესაბამისად, შუშის შენობები განსაკუთრებული ხარისხის და დაცული უნდა იყოს, რათა სითბოს შენარჩუნება მოხერხდეს.

 


ჰონკანენი ამბობს, რომ მისი სურვილია, ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ამ უნიკალური ადგილის მონახულების საშუალება მიეცეთ. აღსანიშნავია, რომ კომპანია მსურველებს სამოგზაურო პაკეტსაც შესთავაზებს. ერთი ღამის გათევა შუშის სასტუმროში ძვირი სიამოვნება იქნება. ევროპული გამოცემების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ფასი ღამეში 100.000 ევრო იქნება.