მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდ.ოსეთის შსს-მ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

632f22d2a8f97
თამთა ჯიჯავაძე
24.09.22 19:37
2863
ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგების გამო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოსკენ გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. როგორც გამოცემა RBC წერს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 2300 მანქანა დგას რიგში. მედიის ცნობით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ნაკადები საქართველოს მიმართულებით გაიზარდა.

ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამგზავრო ავტომობილების ნაკადების დიდი რაოდენობა შეინიშნება, მათივე თქმით, ისინი ჩრდილოეთ ოსეთში ჩავიდნენ, რათა საქართველოს საზღვარი გადაკვეთონ, რის გამოც გრძელ რიგებში დგანან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 24 სექტემბრის დილის მონაცემებით, ლარსის გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 2000 სამგზავრო ავტომობილი და 500 სატვირთო იყო. დღის განმავლობაში მებაჟეებმა 1943 ავტომობილი და 225 სატვირთო გაუშვეს.

შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ ქვეყნის მასობრივი დატოვების შესახებ

22 სექტემბერს კი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.