მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჭრებალოს მარანმა“ ღვინო ექსპორტზე აშშ-ში გაიტანა

61811b2881355
მარიამ იზორია
02.11.21 21:19
821
რაჭული ღვინის მცირე საოჯახო წარმოებამ “ჭრებალოს მარანმა” წელს 5 000 ბოთლი ღვინო ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანა.

როგორც “ჭრებალოს მარნის” დამფუძნებელი სალომე ლეკიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, კომპანია პროდუქტს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდდა, ამერიკის შეერთებული შტატები კი მათთვის პირველი საექსპორტო მიმართულებაა.

„რაჭა-ლეჩხუმის ღვინოები არ არის დიდი მოცულობის, მაგრამ არის ხარისხიანი. ჩვენ მცირე ვენახი გვაქვს, რაც წარმოებისთვის არ არის საკმარისი, ამიტომ ყურძენს ძირითადად სხვა მევენახეებისგან ვიძენთ, რაც შეეხება წლევანდელ მოსავალს, რაჭაში უამინდობის გამო კარგი მოსავალი არ გვქონდა, თუმცა კარგია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ვისარგებლეთ, ეს ჩვენნაირი მცირე მეწარმეებისთვის დიდი დახმარებაა“, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.

“ჭრებალოს მარანი” ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს. კომპანია წლიურად 30 000 ბოთლ რაჭა-ლეჩხუმის ღვინოს აწარმოებს. „ჭრებალოს“ ხვანჭკარას ფასი 40-50 ლარამდე მერყეობს.