მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს - "ნენსკრა ჰიდრო"

5db2dfab50e06
თელარა გელანტია
25.10.19 15:46
1347
კომპანია "ნენსკრა ჰიდროს" ინფორმაციით, ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. 

მისივე ცნობით, ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია ოპერირებს, ერთდროულად ოთხი 100 ტ გამტარუნარიანობის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს სს „ნენსკრა ჰიდროს" ქვეკონტრაქტორი „ქართული სამშენებლო კონსორციუმი" ახორციელებს.

ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ჯამში 14 ხიდისა და 45 კმ გზის მშენებლობას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.