26.სექტემბერი .2019 13:10

ჩუღურეთი vs მარნეული - ამხანაგური მატჩი გაიმართა

views 178
უკან

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 25 სექტემბერს, ზემო ჩუღურეთში „იას ბაღში“ მდებარე სტადიონზე ამხანაგური მატჩში რაიონის 13-14 წლის ბავშვებისგან შემდგარი ნაკრები მარნეულელ თანატოლებს შეხვდა.

ამხანაგურ შეხვედრაში ჩუღურეთის რაიონის სახელით მოასპარეზე გუნდმა ანგარიშით 8:5 გამარჯვება მოიპოვა. თამაშს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი ესწრებოდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

„ეს იყო მართლაც დიდი ზეიმი. ჩვენმა ბავშვებმა გაიჩინეს ახალი მეგობრები მარნეულიდან. დარწმუნებული ვარ, მათი მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. ვულოცავ ჩუღურეთის რაიონის სახელით მოასპარეზე გუნდს გამარჯვებას. იმედი მაქვს, რომ მსგავსი ამხანაგური სპორტული თამაშები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა.

(NS)








მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა