21.აგვისტო .2019 11:29

ჩუღურეთის რაიონში, ტყეშელაშვილის ქუჩაზე ქვაფენილი იგება

უკან

ჩუღურეთის რაიონში, ტყეშელაშვილის ქუჩაზე გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, 500 კვადრატულ მეტრზე ამორტიზებული რიყის ქვის ქვაფენილის დემონტაჟი ხორციელდება, რის შემდეგაც ბაზალტის ქვის გზის საფარი მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა