მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩუღურეთში გოგი დოლიძის ქუჩაზე ასფალტს აგებენ – პროექტის ღირებულება 130 000 ლარია

5f1b10d638cf0
BM.GE
24.07.20 21:00
885
ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად, გოგი დოლიძის ქუჩაზე 3 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. ძველ ამორტიზებულ გზის საფარს კი ახალი ორფენიანი ასფალტი ჩაანაცვლებს.

„ოქროს უბანში, გოგი დოლიძის ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც უკვე იცით, გოგოლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მის გაგრძელებას, ანუ გოგი დოლიძის ქუჩასაც დავაგებდით და დანაპირებს ვასრულებთ. ჯამში, ორივე ქუჩაზე 6 000 კვადრატულ მეტრზე ახალი, ორფენიანი ასფალტის საფარით ისარგებლებს მოსახლეობა, ხოლო საშემოდგომო რგვების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დაირგვება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 130 000 ლარია.