27.აგვისტო .2019 18:38

ჩუღურეთში შიდა კვარტალური ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

views 170
უკან

ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის N75-ში მდებარე თბილისური ტიპის ეზოში ასფალტის საფარი იგება ,აღნიშნულ მისამართზე 24 ოჯახი ცხოვრობს. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. მიმდინარე წელს, აღნიშნულ მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალარინების სისტემა შეიცვალა.

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მოეწყო საჩრდილობელი. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჰაი ვეი“ ასრულებს და მისი ღირებულება 10 000 ლარია. მიმდინარე წელს, მსგავსი სამუშაოები 34 მისამართზე უკვე დასრულდა. წლის ბოლომდე კი, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, დაახლოებით, 20-მდე ეზოს მოწესრიგების სამუშაოები იგეგმება.