მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩურჩხელის და ტყემლის საზღვარგარეთ გაგზავნა ფოსტით იქნება შესაძლებელი

5f590cb2a44c7
ლიკა გურაბანიძე
09.09.20 23:00
2535

სექტემბრიდან ჩურჩხელის, ტყემლის, აჯიკის, სუნელების და სხვა პროდუქციის საზღვრებს გარეთ გაგზავნა შესაძლებელი ფოსტის საშუალებით იქნება - ამის შესახებ "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.



ზამბახიძის თქმითვე, ეს ინიციატივა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს.

“საქართველოს ფოსტასთან ერთად ახალი პროექტი შევიმუშავეთ და ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ესპანეთში, საბერძნეთში და იტალიაში ყველაზე მეტნი არიან, საშუალება ექნებათ, ქართული პროდუქცია პლატფორმიდან soplidan.ge შეუკვეთონ, ხოლო საქართველოს ფოსტა მათ ადგილზე ჩაუტანს.

ემიგრანტებს ქართული პროდუქცია ენატრებათ და მას ძირითადად ახლობლების დახმარებით იღებდნენ, დღეს პანდემიიდან გამომდინარე მოგზაურთა რიცხვი ძალიან მცირეა, ხოლო ახალი ინიციატივა ბიზნესის მდგრადობისთვის, ასევე ქართველი ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც soplidan.ge-ს საიტიდან პროდუქციას გამოიწერ, მიტანის სერვისში საქართველოს ფოსტას მიუთითებ, ხოლო შემდგომ იმ ქვეყანას, სადაც ამ პროდუქტის გატანა გსურთ.”- აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.