მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ აქ ვართ საქართველოს და მისი ევროპული გზის მხარდასაჭერად - EIB-ის რეგიონული წარმომადგენელი

5f40e9890fc76
თელარა გელანტია
22.08.20 14:00
1043
ევროკავშირის ბანკის რანგში, ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულება ამჟამად თითქმის 2 მილიარდ ევროს გულისხმობს და კვლავ მივიწევთ წინ. ჩვენ აქ ვართ საქართველოს და მისი ევროპული გზის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურამ ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის ბანკი და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება თანხობრივად უკვე 1 მილიარდ ევროს აღემატება.

“ამ ფინანსურ რესურსს ევროკავშირიდან მრავალი გრანტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ფონდიდან დაფინანსებული ტექნიკური დახმარება მოჰყვება.

ძალიან მიხარია, რომ გახსნის ღონისძიებას ვესწრები, რადგან ეს პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანსევროპული საგზაო ქსელის გაგრძელების კონტექსტში და მასთან საქართველოს დაკავშირება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზით ხდება. ჩვენ, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი ვართ და ზემო ოსიაურიდან სურამამდე გზის მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის გარანტიის ფარგლებში სრულად დაფინანსდა. გამოიყო 50 მილიონი ევრო. ეს მონაკვეთი ასევე მოიცავს ხაშურის შემოვლით გზას და ამდენად, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მგზავრობა უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ხაშურის მცხოვრებლებსაც მეტი კომფორტი შეექმნებათ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს აფინანსებს სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების, კერძო სექტორის ხელშეწყობის - განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების კუთხით - კლიმატის ცვლილებების განეიტრალების და ადაპტაციის მიზნით”, - აღნიშნა მაჩიე ჩურამ.