31.მაისი .2020 16:00

ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის - თურნავა

views 350
უკან

"ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის, რადგან ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ეს საქმიანობა ძალიან ახლოსაა და ვამბობთ ხოლმე - "სტუმარი ღვთისაა". ამ პროცესმა დააგროვა ღირებული გამოცდილება და ეს არის ქართული სასტუმრო სექტორის მოქნილობის მაგალითი, მოერგოს ახალ ნორმებს. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან საუბარია პროტოკოლების დაცვაზე", - ამის შესახებ ნათია თურნავამ Washington post-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემამ საქართველოს ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით "შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება", სადაც სტატიის ავტორი საქართველოს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნად ასახელებს.

როგორც ნათია თურნავა ინტერვიუში აცხადებს, პირველი ივლისიდან საქართველო ტურიზმისთვის საზღვრებს გახსნის, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებს ელის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ეპიდემიოლოგიურად მეტ-ნაკლებად საქართველოს მსგავსი ვითარება აქვთ.

"ზოგიერთი ქვეყნიდან შემომავალ ტურისტს, შესაძლოა, დასჭირდეს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის წინასწარ წარმოდგენა. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ მდგომარეობაში არ არის და ნებისმიერი ტურისტისთვის ჩვენი ბაზრის ღიაობა გაანადგურებს ჩვენს უსაფრთხოებას, თუმცა გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს", – აცხადებს ნათია თურნავა.

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო ერთადერთი არ არის, რომელიც "კოვიდ-19"-ის შემდეგ, ტურიზმისგან სარგებლის მიღებას ცდილობს.

"გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი - ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს რეაგირება ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა", – აღნიშნულია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა