24.ივნისი .2022 14:23

ჩვენ არ გვშურს უკრაინის და მოლდოვის წახალისების - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არ გვშურს უკრაინის და მოლდოვის წახალისების - ირაკლი ღარიბაშვილი
views 638
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული პერსპექტივა და სტატუსი როგორც წამახალისებელი საჩუქარი ისე მიიღეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა უკრაინას და მოლდოვას ეს გადაწყვეტილება მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა უმძიმეს ომშია და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია.

„ასევე მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას. მინდა ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა, მოგეხსენებათ, რომ არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ასე, რომ ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების, პირიქით, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო წარმატება“, - განაცადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა