მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს“ - ბადრი ჯაფარიძე

5f9fdc36b5242
BM.GE
02.11.20 14:16
686
“ლელოს” პოზიცია არის ძალიან ნათელი, ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს” - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა.

მისი თქმით არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

“არჩევნების შედეგები არ გამოხატავს საზოგადოების განწყობებს და მათ ნებას. ეს არის დამახინჯებული შედეგები გამომდინარე იმ ძალადობიდან, მოსყიდვიდან და მუქარისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. ასეთი შედგების ცნობა იქნება სრული უპასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ეს არ არის სასარგბლო ქვეყნისთვის, არის დამაზიანებელი. ასეთ შედეგებზე დაყრდნობით პარლამენტის ჩამოყალიბება იქნება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი და გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით,” - განაცხადა ჯაფარიძემ.
(NS)