"მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას, ჯერჯერობით გაიდლაინები მზად არ აქვს, რადგან ბოლომდე არ ჩანს, რა არის რისკები და მეორე მხრივ, ის მოლოდინები, რაც საზოგადოებაშია", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში "ჰელისკი ჯორჯია" დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ტურიზმის ინდუსტრიაზე იმედები არ უნდა დაამყაროს.
"მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას, ჯერჯერობით გაიდლაინები მზად არ აქვს, რადგან ბოლომდე არ ჩანს, რა არის რისკები და მეორე მხრივ ის მოლოდინები, რაც საზოგადოებაშია. თვითონ ქვეყნებიც არ არიან მზად, გამომდინარე იქიდან, რომ არცერთ ქვეყანას აქვს იმის გამოცდილება, თუ როგორ მართონ ღია საზღვრების შემთხვევაში მორიგი ეპიდაფეთქებები.
აქედან გამომდინარე, ისევ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია პირველ სამუშაო ფაილს დაახლოებით თვის ბოლოსთვის წარმოადგენს, რომლის დამუშავებას და შემდეგ იმპლემენტაციას, ალბათ თვენახევარი/ორი თვე მაინც დასჭირდება, აქედან გამომდინარე რა მიმართულებით წავალთ, რთული სათქმელია. არის საქართველოში ტურიზმის სპეციალისტების მხრიდან გაკეთებული მოსაზრებები, რა მიმართულებითაც სახელმწიფოს უნდა წასვლა, თუმცა ჩვენ მაინც არ ვიცით, რა ფასი დაგვიჯდება საზღვრების გახსნა. ვფიქრობ, დიდი იმედების დამყარება, თვითონ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე ფიქრი, პირველი 2-3 თვის განმავლობაში ზედმეტია, გამომდინარე იქიდან, რომ მოლოდინებიც საკმაოდ პასიურია, რაც ვერ გამოიწვევს ნაკადების ზრდას", - აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას