მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ბიზნესს ვეხმარებით ბიზნესის კეთებაში - პრემიერი

615383be80ebc
თამთა ჯიჯავაძე
29.09.21 01:05
406
სააკაშვილი ბიზნესს ართმევდა ფულს და ჩვენ ბიზნესს ვეხმარებით ბიზნესის კეთებაში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გაიზრდება წელს და მთავრობის ვარაუდით, გაისად, პირველად, მას შემდეგ რაც არის დამოუკიდებელი საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 5 000 დოლარს გადააჭარბებს.

„ახლა თქვენ შემეკითხებით, როდის აისახება ჩვენს მოსახლეობაზე. მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის სიღარიბე და უმუშევრობა. ის, რომ მეტი ადამიანი მიიღებს გაზრდილ ხელფასს, მეტი ადამიანი იშოვის სამსახურს, ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ადამიანი იშოვის სამსახურს, მეტი ადამიანი ამოვა სიღარიბიდან და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, დაიძლევა ის პრობლემა, რომელიც თქვენ ახსენეთ. ერთ დღეში, რომი არ აშენებულა და რა თქმა უნდა, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. ამას ჰპირდებოდა სააკაშვილი, როდესაც ქმნიდა ილუზიებს, წარმოდგენებს აშენებდა ვითომ, ამ დროს, მთელი ქვეყანა იყო დანგრეული. ჩვენ ახლა ბოლო 8 წელია ვაშენებთ გზებს, ინფრასტრუქტურას, ხიდებს, წყალს, მელიორაციას, სოფლებს, გაზიფიცირებას, რაც მანამდე, პრაქტიკულად არ ყოფილა.

მე კითხვა მაქვს, თუ ასე იდეალურად გამართული ქვეყანა ჩავიბარეთ, რატომ ვაშენებთ ამდენ გზებს, რატომ დავაგეთ ამდენი გზები, გაზიფიცირება, უამრავი სამუშაოები, მელიორაცია, სოფლის მეურნეობა, ასობით საწარმო დავაფინანსეთ ჩვენ, მაშინ, როდესაც ძალიან მარტივად ჩანს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, სააკაშვილის დროს, სააკაშვილი ბიზნესს ართმევდა ფულს და ჩვენ ბიზნესს ვეხმარებით ბიზნესის კეთებაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, პროგრამები, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, დღეს გავხსენით ერთ-ერთი მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი, 50 მილიონიანი საწარმო. ერთი მაგალითი, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით არის დაფინანსებული და შექმნილი. ასეთი არის უამრავი, ათეულობით და ასეულობით. მე ხუთშაბათს მექნება პრეზენტაცია, მინდა მოგიწვიოთ ყველა და მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბაროთ, ამ რვა წელიწადში რამდენი საწარმო დაფინანსდა ჩვენი მხრიდან, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა და რამდენი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.