მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ დაახლოებით, 10-ჯერ ღარიბები ვართ, ვიდრე - საშუალო ევროპული ქვეყანა"

5dc16c0e60b36
სალომე მეცხვარიშვილი
05.11.19 17:13
921
საქართველოს ბიზნესასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს კიდევ ერთხელ აფასებს და აკრიტიკებს. ნანუაშვილი ამბობს, რომ ყველა მხარეს უნდა ერთი რამ - ამ ქვეყანაში იყოს უკეთესი სამუშაო პირობები, ადამიანებს ჰქონდეთ მეტი ანაზღაურება და ზოგადად ცხოვრების დონე უნდა იყოს მაღალი.

“ამაში ყველა ერთიანები ვართ. რაშიც ვერ ვთანხდებით არის ის გზა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ ყველაფერს. თუ ვფიქრობთ, რომ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს, ხელფასებს გაზრდის ან სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს, ეს არის, შეცდომა. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის მიღწევის ეფექტური და გამოცდილი გზა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელშიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ არის 4,5 ან 10- ათასი დოლარი, იქ ცხოვრების დონე არის მაღალი, იქ სამუშაო პირობები არის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებული.

ამას აქვს თავისი მარტივი მიზეზი - ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის სიმდიდრესთან, ჩვენ ვართ დაახლოებით, 10-ჯერ ღარიბები, ვიდრე - საშუალო ევროპული ქვეყანა. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეკონომიკური განვითარების დონით დავეწიოთ ამ რიგებში თუნდაც ბოლოს მყოფ ქვეყნებს. ეს იქნება ყველაზე ეფექტური გარანტია, რომ გაიზარდოს ქვეყანაში ხელფასები. ჩვენ ვვითარდებით, მაგრამ ნელა ვვითარდებით და ხელფასიც იზრდება წლიდან-წლამდე”,- აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.

ცნობისთვის: ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ასევე „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ და სხვა ასოციაციები შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს არ იწონებენ.