მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ დაგეხმარებით გახდეთ ეფექტურები პოსტ-კრიზისული პერიოდისთვის" - სინერჯი კაპიტალი ახალ კომპანიებს ეძებს

5ea7efc6297f1
BM.GE
28.04.20 12:55
1248
„ჩვენ ვეძებთ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ კომპანიას აქვს ზრდის პოტენციალი, ამ დრომდე შეინარჩუნეს თანამშრომლები და ახლა სჭირდებათ მხარდაჭერა გახდნენ ეფექტურები უკვე ახალ რეალობაში. იმის გათვალისწინებით, რომ არსებული მდგომარეობა ცვლის მომხმარებლის ქცევას, საჭიროებებს, რაც ითხოვს ცვლილებებს კომპანიის ბიზნეს მოდელშიც.

სინერჯი უკვე 20 წელია ზრუნავს კომპანიების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაზე. ჩვენი კლიენტები სხვადასხვა ნიშნით აღებული საქართველოს ტოპ კომპანიების ნახევარზე მეტი იყო წლების განმავლობაში. დაგროვილი კომპეტენცია ვფიქრობთ უნიკალურია. ამასთან, დღეს პორტფელში 20-მდე კომპანია გვყავს, ადგილობრივი წარმოების, საცალო ქსელების, მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, რომლებთანაც სინერგიული ეფექტების ბევრი შესაძლებლობები გვაქვს.

იმ კომპანიებს, ვისაც დღეს ეს განსაკუთრებით სჭირდებათ, ვთავაზობთ ჩვენი სახით შეიძინონ პარტნიორი ბიზნესში, თანამფლობელი გამოგვეხმაურონ, რომ გავიცნოთ“ - აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.

სინერჯი კაპიტალი შექმნა სინერჯი ჯგუფმა, რათა კომპანიებს დაეხმაროს არა მხოლოდ ორგანიზაციულ განვითარებაში, არამედ კაპიტალის გაზრდაში, 20%-დან 50%-მდე წილის შეძენით.