მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ დავბრუნდებით 7 წლით უკან" – UNWTO-ს 3 სცენარი საერთაშორისო ტურიზმისთვის

5ec15dac77bd1
თელარა გელანტია
18.05.20 11:15
1080
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ტურიზმის აღდგენის 3 სცენარს განიხილავენ. ამის შესახებ მან Forbes Talks-ში ისაუბრა.

„პირველი - ქვეყნებს შორის საზღვრები ივნისის ბოლოს გაიხსნება და აღდგება საერთაშორისო ფრენები მსოფლიოს მასშტაბით; მეორე - საერაშორისო ავიამიმოსვლა სექტემბრის ბოლოს განახლდება და მესამე, ყველაზე ცუდი სცენარი - საერთაშორისო ფრენების 70-90 პროცენტი დეკემბრის ბოლოს, 2021 წლის პირველი იანვრიდან აღდგება; ამ სამი სცენარიდან ყველაზე რეალური და ოპტიმისტური, ალბათ მეორე ვარიანტია; სქტემბერში, რა თქმა უნდა, ვერ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, სადაც ტურიზმის სექტორი მიმდინარე წლის თებერვალში იყო, მაგრამ დავუბრუნდებით, სადღაც 50%-იანი კლებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავბრუნდებით 7 წლით უკან. 7 წლის წინ მსოფლიოში მოგზაურობდა 900 მლნ ადამიანი; ეს არაა ტრაგიკული მაჩვენებელი; არსებული პროგნოზები იძლევა იმის ნიშნებს და იმპულსს, რომ აღდგება ყველაფერი და ყველაფერი იქნება კარგად. რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განითარდება პანდემია და რამდენად შეასრულებენ ქვეყნები იმ ნორმებს და გაითვალისწინებენ იმ რჩევებს, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერ კიდევ რთულია. „მსოფლიო მასშტაბით, რისკის ქვეშ დგება 100-120 მლნ სამუშაო ადგილი“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთება UNWTO-ს აგვისტოში შეეძლება.

ცნობისთვის: 2019 წელს საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლები 1.5 ტრილიონი დოლარი იყო. UNWTO-ს ერთ-ერთი ბოლო პროგნოზით, წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, სავარაუდოდ, $910 მლრდ-$1.2 ტრილიონით შემცირდება.