მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ ძალიან ამბიციური, დიდი გეგმები გვაქვს" - გიორგი ჩოგოვაძე "სამედიცინო ჰოლდინგზე"

5e37d5a5190a0
ინგა მურუსიძე
03.02.20 12:13
3450
"ჩვენ ძალიან ამბიციური, დიდი გეგმები გვაქვს", - ამის შესახებ „სამედიცინო ჰოლდინგის“ ახლადწარდგენილმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადა.

მისი თქმით, ჰოლდინგს ორი ძირითადი მიზანი აქვს: მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა, რათა საავადმყოფოები იყოს უფრო გამართული მენეჯმენტური თვალსაზრისით და ამავდროულად, უნდა გაუმჯობესდეს ხარისხი, ინფრასტრუქტურა და იმ სერვისების ჩამონათვალი, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ. 

„დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ მომეცა საშუალება, დავნიშნულიყავი სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელად. ეს არ არის ლიტონი სიტყვები და ლიტონი მადლობა, რადგან ჩვენ ყველანი ერთად ვაცნობიერებთ, რამხელა გამოწვევების წინაშე დგას ეს სფერო. რამხელა ამოცანები ექნება ჰოლდინგს. ჩვენ და პირადად მე, ჩემს გამოცდილების და ჩემს ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჰოლდინგმა, ერთი მხრივ, განახორციელოს სწორი და ეფექტური მენეჯმენტი და ამაღლდეს მომსახურეობის ხარისხი, ასევე სამედიცინო სერვისები. მას შემდეგ, რაც ჰოლდინგს რეგიონალური საავადმყოფოები დაემატება, უნდა გაიზარდოს რეგიოონალური წვდომა საავადმყოფოებთან. ჩვენ ძალიან ამბიციური, დიდი გეგმები გვაქვს და წარმოვადგენთ დეტალურ სამოქმედო გეგმას, რაც საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის იდეა ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს გააქტიურდა. პირველ ეტაპზე ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გაერთიანდება.