"ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!" - ასე პასუხობს "ვენდის" და "დანკინის" საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომელიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ლოიალური მომხმარებლებისგან.
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის მთავარი საზრუნავი იყო ყველაფერი გაგვეკეთებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ასევე ვხელმძღვანელობდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით. მიუხედავად შეზღუდვებისა, ჩვენი გუნდი, მიტანის სერვისისა და Drive Thru მომსახურების გამოყენებით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით აწვდიდა ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს. შექმნილ ვითარებაში მუშაობა, განსაკუთრებით კი პანდემიის გამოცხადებიდან პირველ დღეებში, იყო საკმაოდ მძიმე და გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ თვითოეულ ჩვენს თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და მართლაც გმირობისთვის", - აცხადებს გიორგი მშვილდაძე.
ამასთან, როგორც "ვენდისა" და "დანკინის" რესტორნების ქსელის მმართველ გუნდში აღნიშნავენ, იწყება რესტორნების მზადება რეკომენდაციების დაცვით სტუმრების მისაღებად.
"ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით მუშაობას და ვიწყებთ რესტორნების მზადებას სტუმრების მისაღებად, რაც გულისხმობს: ყველა რესტორნის შესასვლელში დეზო-ბარიერის მოწყობას, სალაროსთან დამცავი მინის არსებობას, დარბაზის აღჭურვას ხელის სადეზინფექციო ხსნარით და მაგიდების დაშორებას დასაშვები დისტანცით. ამას გარდა, ჩვენი თანამშრომლები იმუშავებენ პირბადით, დამცავი ნიღბით და ხელთათმანებით", - აცხადებენ "ვენდისა" და "დანკინის" რესტორნების ქსელის მმართველ გუნდში.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას