საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს "პაშა ბანკი" შეემატა. "პაშა ბანკი" არის "პაშა ჰოლდინგის" ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ აზერბაიჯანის ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო ჯგუფს წარმოადგენს და აქტივებს ისეთ სფეროებში ფლობს, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 7.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ და „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ გაერთიანების შესახებ BMG-ს გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრეს.
ლევან ვეფხვაძის თქმით, ამ გაერთიანებით იმედი აქვთ, რომ გაძლიერდება ასოციაცია და გაძლიერდება ბანკიც, რომელსაც ახალი ინოვაციური მიდგომები აქვს და სიახლეების დანერგვას გეგმავს.
როგორც ნიკოლოზ შურღაიამ განაცხადა, მას თავისი ხედვები და გამოცდილება აქვს, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ხანი არ ცხოვრობდა, ბევრი რამ არ უნახავს და იმედი აქვს, რომ კოლეგები გამოცდილებას გაუზიარებენ.
„ბანკისთვის ძალიან საინტერესოა, რომ ასეთი კლუბის წევრი იყოს, რადგან იქ არიან ჩვენი პოტენციური კლიენტები, პარტნიორები და მათთან ურთიერთობა საინტერესო და მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა მუდამ სჭირდებათ. მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება ერთიანობა. ჩვენთვის გათიშულობა კარგი არ არის და ვფიქრობ, რომ ასეთი გაერთიანების, ბიზნესის როლი იმაში, რომ პრაგმატიზმი, დავამკვიდროთ, მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვერავინ ვერავის ვერ დაამთავრებს. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთში უნდა ვიპოვოთ ის, რითაც ქვეყანა შეიძლება წინ წავიდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას