მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ" - ფინანსთა მინისტრი გაზრდილ ინფლაციაზე

5dc007b56467c
თელარა გელანტია
04.11.19 15:11
1095
"ჩვენ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ინფლაციური პროცესების გააქტიურება მოხდა“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება. ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა რეაგირება უკვე მოახდინა. საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა, ჩემი აზრით და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ არ დავიჯეროთ ის, რაც კობა გვენეტაძემ თქვა, რომ იმ წლის გაზაფხულისთვის მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდგომში გააგრძელებს ქვემოთ სვლას და მხოლოდ მომავალში შეიძლება გაჩერდეს ნიშნულზე, ამის ყველა წინაპირობაა.

ის პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი და ფისკალურ ნაწილში მთავრობა ატარებს, იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს ასე მოხდება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: საქსტატის მიხედვით, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6.9%-მდე დაჩქარდა. ასეთი მაღალი ინფლაცია 2017 წლის შემდეგ არ ყოფილა.