მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გადავხედავთ ჩინეთიდან მოწოდებულ ინფორმაციას COVID-19-თან დაკავშირებით, როცა ყველაფერი დასრულდება- ფაუჩი

5e955f70ca31a
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.20 11:05
1416
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ შეისწავლიან თუ როგორ ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება ჩინეთის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფრომაციას  Fox News-ი ავრცელებს.

“როდესაც ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირა აშშ-ში, ცხადია, ჩვენ დავიწყეთ გამოკვლევა, თუ რაში იყო საქმე. თვიდანვე ჩანდა, რომ დეზინფორმაციასთან გვქონდა საქმე. თუ ვისი ბრალეულობა იყო ამაში, ყველაფერი რომ დასრულდება, ამას მივუბრუნდებით. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, ცხადია, რომ არ იყო სწორი”, – განაცხადა ფაუჩიმ.

ფაუჩის ამ ეტაპზე უჭირს საუბარი შეცდომები ვინ და სად დაუშვა, თუმცა ცნობილია, რომ დაავადების ადამიანიდან ადამიანზე გადადება რამდენიმე კვირით ადრე მოხდა, ვიდრე ჩინეთმა ამის შესახებ განაცხადა.

“არ ვიცი, მცდარი ნაბიჯები სად გადაიდგა. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ დასაწყისში სწორი ინფორმაცია არ გვქონდა, რადგანაც, როდესაც პირველი შემთხვევების იდენტიფიცირება მოხდა ჩინეთში, ვფიქრობ, ეს 31 დეკემბერს იყო, და ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ, მათ გვითხრეს, რომ მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევები იყო, თუმცა ახლა ვიცით, რომ ჩინეთში ადამიანიდან ადამიანზე გადადება, სავარაუდოდ, სულ მცირე, იქამდე რამდენიმე კვირით ადრეც ხდებოდა”, – თქვა ფაუჩიმ.