მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას, ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით - აშშ-ს საელჩო

62ef6de5961c1
BM.GE
07.08.22 11:40
619
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი. გვახსოვს დღევანდელი დღე. გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა. არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს. არ დავივიწყებთ მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით”,- აღნიშნულია ვიდეომიმართვაში.

2022 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.