მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ გპირდებით წარუშლელ შთაბეჭდილებას“ - შემოდგომაზე თბილისში „ონიქსი“ გაიხსნება

62ce5f98c6da6
BM.GE
13.07.22 09:59
1341
შემოდგომაზე, თბილისში იხსნება „ონიქსი“, მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პეკინის გამზირის #30-ში მდებარეობს.

„ონიქსი“ განკუთვნილია, როგორც საქმიანი ვიზიტებისთვის, ასევე მოგზაურებისთვის. სასტუმროში სულ 98 კომფორტულად გაწყობილი ოთახია, მათ შორის: 14 Classic, 45 Premium Classic, 34 Junior Suite, 4 Suite და 1 Deluxe Suite.

ოთახების სადა, თანამედროვე დიზაინი მყუდრო ატმოსფეროს ქმნის და სრულად მოდუნების საშუალებას იძლევა. დამატებითი მომსახურება, რომლითაც ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ, მოიცავს ოთხ შეხვედრების და ღონისძებების სივრცეს, საერთაშორისო ბრენდის კაზინოს Black Opal, ლობი ბარს, VIP Dining სივრცეს, ქლაბ-ლაუნჯს (XII სართულზე), Belmond ლაუნჯ-ბარს
და რესტორანს Belmond by Chef Konstantin ქალაქის მომაჯადოებელი ხედით.

„ონიქსში“ თანამედროვე, დახვეწილი დიზაინი და მკაფიო სტილი საქმიან და არაფორმალურ გარემოს აერთიანებს. სასტუმრო „ონიქსის“ განუყოფელი ნაწილია რესტორანი Belmond by Chef
Konstantin, რომელშიც ცნობილი ბრენდ-შეფის, კონსტანტინე თედელურის მიერ მომზადებული კერძები იქნება წარმოდგენილი. მრავალფეროვანი და დახვეწილი საერთაშორისო სამზარეულო, ქართულ-აზიური გემოებით, სასტუმროში გატარებულ დროს განსხვავებულ ელფერს შესძენს, ჩვენი მრავალენოვანი პერსონალი კი მას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

„ონიქსი“ ყველა მოგზაურისთვის იმავე სამი ძირითადი ღირებულების მიხედვით ავაშენეთ, რომლებსაც ჩვენი კომპანია ეფუძნება. ეს არის სიყვარული, შემართება და ემპათია.” - ფრანკო მუცონე, Novo Hospitality-ის გენერალური მენეჯერი.

სასტუმრო „ონიქსი“ City Realestate-ს ეკუთვნის და Novo Hospitality-ის მიერ იმართება. Novo სასტუმროს დამოუკიდებელი სამენეჯმენტო კომპანიაა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს სტატუს კვოს საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. Novo Hospitality ხედვას რეალობად აქცევს მოქმედი და გახსნამდელი პროექტებისთვის.