მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენ გვაქვს ფასადური, არაქმედითი დემოკრატია ქვეყანაში” - ეკატერინე ციმაკურიძე

628dc92844f72
მარიამ ადამია
27.05.22 09:45
554
პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 74 დარეგისტრირებული ინიციატივიდან პარლამენტმა სულ მხარი 47 საკანონდმებლო ინიციატივას დაუჭირა, ხოლო ყველა კანონპროექტი, რომელიც გავიდა პლენარულ სხდომაზე, მხარდაჭერილი იქნა. ინიციატივებს უმეტესად უმრავლესობის 26 და ოპოზიციის 11 დეპუტატი აყენებს.

უმრავლესობა და ოპოზიცია ერთობლივ ინიციატივებს არ წარადგენენ არც ინდივიდუალურ და არც საკომიტეტო ფორმატში. პარლამენტმა კი, ოპოზიციის ინიციატივებს მხარი 6% შემთხვევაში, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის ინიციატივებს - 85% შემთხვევაში დაუჭირა.

როგორც “დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკატერინე ციმაკურიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, საქართველოში ერთპარტიული კანონშემოქმედებითი პოლიტიკა დომინირებს, რადგან ოპოზიციის ინიციატივები, ძირითადად, არა თუ მხარდაჭერრილი, განხილულიც კი არაა.

“2021 წლის საშემოდგომო და რიგგარეშე სესიებზე მხოლოდ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ოპოზიციის ცალკეული ინიციატივები განიხილეს და მხარიც დაუჭირეს. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესებით გვაქვს ფასადური, არაქმედითი დემოკრატია, რომელიც ისევ ქვეყანას აზიანებს და რასაც ძალიან კარგად ხედავენ პარტნიორი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს ყველაფერი შეფასებებზეც აისახება", - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში პარლამენტის მრავალპარტიულობას შინაარსი და დატვირთვა გამოცლილი აქვს, რადგან ოპოზიციის მონაწილეობა საპარლამენტო პროცესებში არსებითად შეზღუდულია.

“ეს განპირობებულია, ძირითადად, იმ ფაქტით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ განიხილავს ოპოზიციის მიერ დაყენებულ საკითხებს, თუმცა აქამდე ოპოზიციაც დიდად არ აქტიურობდა, რომ მათი საკიხთები დღის წესრიგში წინ წამოწეულიყო. ბოლო პერიოდში კი, ჩანს მათი გააქტიურების ფაქტები,” - ამბობს “დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს” ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, ეკატერინე ციმაკურიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი ხშირად იღებს ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც არაა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს, აუარესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ან დემოკრატიისთვის არის დამაზიანებელი.