ზოგადად ძალიან კარგად მიდის აღდგენა, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები გამოჩნდნენ, - ამის შესახებ Forbes-კვირის ეთერში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ახალი მოთამაშეები, როგორც გლობალურ ისე ლოკალურ ბაზარზე გამოჩნდნენ.
„ლოკალურადაც გვყავს ახალი ავიაკომპანია, როგორიცააTbilisi Airways-ი, რომელიც აპირებს, სამგზავრო რეისები შეასრულოს. არის ასევე ახალი კარგო გადამზიდავები, რომლებიც კოვიდის შემდგომ პერიოდში ჩამოყალიბდნენ და დაიწყეს ოპერირება“, - აცხადებს ზაქარაძე და ხაზს უსვამს TAV Georgia-ს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას, რომელიც ხშირად ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის წინაპირობა ხდება.
„ბოლო დროს მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო ღონისძიებებში, ვიყავით ბერლინში, ამსტერდამში - ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესისთვის და ავიაკომპანიების მოსაზიდად. ბერლინის ღონისძიება ჩვენთვის საინტერესო იყო, რადგანაც არაერთ ავიაკომპანიასთან გვქონდა შეხვედრა. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მაისიდან ოპერირებას იწყებს SunExpress-ი თურქეთის სამი ქალაქის მიმართულებით. ასევე, მოლაპარაკებები გვქონდა იტალიურ ავიაკომპანიასთან, - EasyJet-თან, რომლებიც მომავალი წლის ზაფხულიდან ასევე აპირებენ საქართველოს მიმართულებით ოპერირებას.
ავიაკომპანიასთან მოლაპარაკება მარტივი არ არის, მოველაპარაკე და ხვალიდან იწყებს ფრენას, ასე არ ხდება - ეს ერთი წლით ადრე იგეგმება. რა გვჭირდება ჩვენ თბილისში? - ჩვენ გვჭირდება point to point, ანუ პირდაპირი მიმართულებები ევროპისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისიდან Georgian Airways-ი იწყებს 4 ახალ მიმართულებას. ოთხივე მიმართულება ევროპაა და ეს არის ძალიან კარგი. ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას ეს სჭირდება რადგან გადაჯდომით, ტრანსფერით მგზავრობა ცოტა რთულია.
პირდაპირი რეისებით მგზავრობა დიდი კომფორტია, ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტია, ვესაუბროთ ევროპულ ავიაკომპანიებს, მოვიზიდოთ ისინი, შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები, რომ მეტი პირდაპირი ავიარეისი იყოს თბილისიდანაც და ბათუმიდანაც ევროპის მიმართულებით. ბერლინში ამ კუთხით საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იყო. ამის შემდეგ იყო Terminal Expo, რომელშიც 1900 აეროპორტი და 190 ქვეყანა მონაწილეობდა.
გვქონდა არაერთი შეხვედრა, მაგალითად იმ პროექტებთან მიმართებაში, რაც წელს იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ანუ, ფიზიკურად შეგიძლია ნახო, შეეხო იგივე მგზავრის სავარძელს, რაც ტერმინალშია განთავსებული, იგივე ხიდების ახალ მოწყობილობებს, მონიტორებს, ნახო ახალი IT სისტემები, ეს ყველაფერი ადგილზე ნახო და გამოცადო. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და აეროპორტებში სულ სხვა მოცემულობა გაქვს. თუ ადრე, კოვიდის დროს, 3-4 საათით ადრე მივდიოდით, იმისთვის, რომ გაგვევლო ჩექინი - რეგისტრაცია და სხვა, ახლა ეს ყველაფერი გამარტივებულია და თან საინტერესოა. ავიაკომპანია რომ შემოიყვანო, შენ უნდა იყო მზად ინფრასტრუქტურულად“,- აცხადებს თეა ზაქარაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი