„მეტი დასაქმებაა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროც და სხვა სამთავრობო უწყებებიც ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება,“ - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ყველა პროგრამაში იგულისხმება კონკრეტული ამოცანა, რამდენ დასაქმებულზე გავა და ეს პოლიტიკა უკვე მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაციასა და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.
„როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ამ ზრდის მთელი ღირებულება არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აისახოს დამატებით სამუშაო ადგილებში, გაზრდილ შემოსავლებსა და გაუმჯობესებულ ცხოვრების პირობებში,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის პრიორიტეტული სექტორები, სადაც, სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამების ფარგლებში, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათ შორის არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს,“ სადაც, მინიმუმ, 2000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმილი, ასევე წიაღის ახალი სტრატეგია, რომელიც 3000 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც 3500-ზე მეტი ადამიანი შეძლებს დასაქმებას ყველაზე მაღალანაზღაურებად, მაღალტექნოლოგიურ სექტორებში.
„ასევე შემიძლია ვისაუბრო მეზღვაურების დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებზე, ტექსტილისა და სამკერვალო სექტორში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ზოგადად, იმ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც 2018 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ხოლო პირველად ისტორიაში დაქირავებულთა რიცხვმა გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გაცილებით მეტი შედეგი მივიღოთ,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრმა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა