"ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"ჩვენი პარტნიორები სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით არის ქართული ბიზნესი. ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავააქტიურეთ ურთიერთობა და თანამშრომლობა ბიზნესთან, მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ გამოწვევები, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა პრემიერმა.