მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენ მზად ვართ 2 მლნ ტონა ტვირთი გავატაროთ”- მამუკა მურჯიკნელი ახალ ტერმინალზე

626d7dbfce096
BM.GE
30.04.22 22:17
2638
ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი Forbes Talks-ის ეთერში ახალი ტერმინალის საქმიანობის პირველი წლის შედეგებს აჯამებს.

მინერალური სასუქების ტერმინალმა პირველი გემი 2021 წლის ივლისში დატვირთა, მას შემდეგ კი მისმა წარმადობამ 400,000 ტონაზე მეტი შეადგინა, რაც მამუკა მურჯიკნელის განმარტებით კომპანიის პირველი წლის გეგმაზე მეტია.

რეგიონალური მასშტაბის პროექტი, რომელიც ცენტრალურ აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით ევროპულ ბაზართან აკავშირებს ამერიკული კორპორაცია Trammo-სა და Wondernet Express Investment-ის პარტნიორობით აშენდა. ახალი ტერმინალის საინვესტიციო მოცულობა $25 მილიონ დოლარს შეადგენდა.

Forbes Talks-ის ეთერში მამუკა მურჯიკნელი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინტერესი საქართველოს დერეფანის გავლით ახალი ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, თავად მულტიმოდალურ ტერმინალს წლიურად 2 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია.

“ერთი წლის წინ მივიღეთ ლიცენზია, რომ დაგვეწყო მუშაობა. გახსნის ცერემონია გვქონდა 2021 წლის ივნისში და ივლისში უკვე პირველი ტვირთიც გადავზიდეთ. მას შემდეგ ჩვენ უკვე 400,000 ტონაზე მეტი ტვირთი გვაქვს მიღებული გადაზიდული. მონაცემები არის საკმაოდ კარგი, პირველი ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ტვირთი მივიღეთ და გადავზიდეთ, ვიდრე გვქონდა ჩაფიქრებული პირველი წლისთვის.

რკინიგზის ხელმძღვანელთან ბატონ ფერაძესთან თქვენ ინტერვიუს ვუყურეთ და ძალიან მოხარული ვართ, რომ მანაც აღნიშნა, რომ ახალი ტვირთი გამოჩნდა საქართველოს ტრანზიტში და ძალიან ამაყები ვართ იმაში, რომ უზბეკეთიდან წამოვიღეთ ახალი ტვირთი, რომელიც არის კარბამიდი. თავად ეს ტვირთი, რომელიც თურქმენეთიდანაც მოდის, ამ რაოდენობის ტვირთიც არასდროს წამოსულა და ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა, რომ ეს ტვირთი წამოსულიყო საქართველოს მიმართულებით.

საქართველოს მიმართულებით ტვირთის გამოტარების ინტერესი ძალიან გაზრდილია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, არამხოლოდ ტერმინალი და პორტი, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მზად. დღევანდელ სიტუაციაში ტვირთი გაიზრდება. მე ვერ გეტყვით რა მდგომარეობაა სხვა ტერმინალებსა და რკინიგზაზე, მე შემიძლია გითხრათ ჩვენ შესახებ, ჩვენ მზად ვართ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რომ 2 მილიონი ტონა ტვირთი გავატაროთ,”- განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა.