მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ რიგ ოპერაციებს დღემდე ვერ ვაკეთებთ" - "თბილისის გულის ცენტრის" დირექტორი

5e2f1d4eb530c
BM.GE
27.01.20 22:10
1707
ჩვენ იძულებული გავხდით მედპერსონალის ხელფასები 20-დან 25%-მდე შეგვემცირებინა, მოგვიწია ადმინისტრაციიდან თანამშრომლების გაშვება სამსახურებიდან, - ამის შესახებ "თბილისის გულის ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

„ეს არის რეალობა, და რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს თითქმის ყველა კლინიკაში განხორციელდა. მინდა გამოვეხმაურო მინისტრის განცხადებას, რომ 520-ე დადგენილება მოიცავდა სახელფასო ფონდის მონაცემებს და ის არ უნდა შემცირებულიყო. ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ერთადერთი კალკულაცია, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ-ერთი ოპერაციის, ეს არის შუნტირების ოპერაცია, იმ კალკულაციაშიც კი სახელფასო ფონდი იმასთან შედარებით, რაც უმეტეს კლინიკებს ჰქონდა, 35%-ით შემცირებული იყო, დადგენილების შესაბამისად. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ოპტიმიზაცია მოვახდინეთ ექთნების ხარჯზე, არარელევანტურია“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

მისივე თქმით, ისინი აცხადებდნენ, რომ თუ მოხდებოდა ტარიფების 35%-ით შემცირება, ეს პირველ რიგში შეეხებოდა მედპერსონალის, ადმინისტრაციის ხელფასებს,

„ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ხარისხის ხარჯზე არ მოხდეს, თუმცა, მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში ამის გაკეთება, ცოტა რთული იქნება. ალბათ ბევრი კლინიკა ფიქრობს უკვე რესტერილიზაციის საკითხზე. ბევრი კლინიკა ფიქრობს უკვე არა ევროპული, არამედ ჩინური ან ინდური ერთჯერადი მასალების შემოტანაზე. ეს საკითხი დაისვა რამდენჯერმე, ყველა შეხვედრაზე იყო. მე მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრები არ ხდება. ბოლო შეხვედრა იყო 10 იანვარს, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მაგრამ თქვენს სიუჟეტში გაჟღერდა დეფიბლიატორის საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება დეფიბლიატორზე ჯერ არ არის. ეს საკითხი ღიაა. ეს არის სიტყვიერად ნათქვამი. დოკუმენტურად დადგენილებაში დამატება ჯერ არ შესულა და შესაბამისად ჩვენ ამ პროცედურებს, ისევე როგორც რიგ ოპერაციებს დღემდე ვერ ვასრულებთ. მაგალითად ბიოლოგიური სარქვლის იმპლატანცია, ისეთი როგორც ორკამერიანი სტიმულატორის ჩადგმაა“, - განაცხადა "თბილისის გულის ცენტრ"-ის გენერალურმა დირექტორმა.