13.ივნისი.2018 19:35
საზოგადოება

„ჩვენ შეგნებულად მივიღეთ რამდენიმე ეკონომიკური გადაწყვეტილება“

„ჩვენ შეგნებულად მივიღეთ რამდენიმე ეკონომიკური გადაწყვეტილება“
"ზუსტად ვიცი როგორ უჭირს ხალხს. ჩვენ გვყავს მოსახლეობა რომელიც ზრუნავს რომ იშოვნოს ლუკმა პური ოჯახისთვის“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. კვირიკაშვილის განცხადებით, რომ არა ის ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მთავრობამ მისი მეთაურობის პერიოდში მიიღო, ქვეყნის ზრდა და განვითარება ვერ იქნებოდა დინამიური.

„დიახ ეს ასეა, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ, რომ არა ჩვენი პლიტიკა ამ ხალხისთვის ნორმალური პირობების შექმნის პერსპექტივა დიდი ხნით გადავადდებოდა, რის უფლებასაც მე ვერ მივცემდი თავს.

მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გათვლილია არა მყისიერ, არამედ გრძელვადიან პოლიტიკაზე. მე ასეთი პოლიტიკა ავირჩიეს. ყველას კარგად ახსოვს, ის კრიზისები, რომელიც ჩვენ რეგიონში მოხდა. სწორედ ამ პერიოდში მოგვიწია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ შეგნებულად რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში მოეცა ეკონომიკური ზრდა, თუმცა სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის ყველა ფენაზე.

ეს გადაწყვეტილელბიბა: მცურავი კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ცვლილება, ეს იყო ჭარბვალიანობის და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ რაც ფისკალური სტაბილურობა იქნა მიღწეული. ჩვენ ეს მას შემდეგ გავაკეთეთ რაც საბიუჯეტო დეფიციტი ჩამოვიყვანეთ, ამან მოგვიტანა ეკონომიკური დინამიკა. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება რომ მაგალითად კურსი დაგვეფიქსირებინა, თუმცა ვერ მივიღებდით იმ დინამიკას რაც დღეს გვაქვს. ეს იყო შეგნებული, მაგრამ მტკივნეული გადაწყვეტილებები.

ეს იყო მემარჯვენე ნაბიჯები, ჩვენ გადავლახეთ სირთულეები და რომ არა ასეთი პოლიტიკა სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.







24.მაისი.2019 19:17
59

ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე - 26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება

ვრცლად
24.მაისი.2019 17:48
235

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვას ადგილობრივი მაღაზიები და მძღოლები შეუერთდნენ

ვრცლად
24.მაისი.2019 16:22
92

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვრცლად
24.მაისი.2019 14:23
78

თბილისის სომხური თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვრცლად
24.მაისი.2019 13:13
41

თიბისი არტ გალერეში მულტიმედია ხელოვნების პროექტის - GAMMA პრეზენტაცია შედგა

ვრცლად
24.მაისი.2019 12:03
91

25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

ვრცლად