მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ შევძელით ანტივაქსერული კამპანიის გადატეხა“ - ეკატერინე ტიკარაძე

6093e096b7dab
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.21 16:33
1619
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო და ქვეყანაში ანტივაქსერული კამპანია გადატეხა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამას ყოველდღიურად ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობის მატებაც მოწმობს.

„არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო. გუშინ აცრილების რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა, ასევე ძალიან დიდი აქტივობა შეიმჩნევა დღესაც. იმ რეესტრში, სადაც ვაქცინასთან მიმართებით მოქალაქეების აქტიურობას ვაკვირდებით, მოთხოვნა გაზრდილია და მოთხოვნის ზრდის პარალელურად მიწოდებასაც ვზრდით, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვთქვათ - საქართველოში ვაქცინის სარგებელთან დაკავშრებით დადებითი დინამიკაა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, 6 მაისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 51 600 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.