მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ამდენს ვერ ავუვალთ - ექიმის მიმართვა მოსახლეობას

5e96bca09cc03
ინგა მურუსიძე
15.04.20 12:04
4162
მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. 

"მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია რესოციალიზაციის გარეშე. ძალიან გთხოვთ, ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ამდენს ვერ ავუვალთ. დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით. ჩვენს კლინიკაში შემოვიდა დამატებითი ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელიც  საჭიროა პაციენტების მკურნალობისთვის, თუმცა თუ წესებს არ დავიცავთ და შემთხვევები მოიმატებს, საკმარისი არ იქნება", - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება პაციენტებს, რატიანის განცხადებით, ექიმებიც არ არიან დაცულები ამ სიტუაციაში, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ინფიცირებულებს შორის ექიმებიც არიან.