“ჩვენ უნდა დავხარჯოთ მილიარდები“: ბილ გეითსი ახალი პანდემიისგან მსოფლიოს დაცვის ზომების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მსოფლიო შესაძლოა კიდევ დადგეს ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე, იქნება ეს კორონავირუსი, გრიპი თუ სხვა ამდრომდე უცნობი დაავადებები. იმისათვის რომ თავიდან ავირიდოთ ყველა ის პრობლემა და საფრთხე, რის წინაშეც კაცობრიობა 2020 წელს დადგა, საჭიროა ახალი პანდემია აღქმული იყოს როგორც სერიოზული საფრთხე, როგორც მაგალითად ომი.
ახალი პანდემიის პრევენციას კი დასჭირდება ათობით მილიარდი დოლარი წლის განმავლობაში. ბილ გეითსის თქმით, ეს ინვესტიცია მასშტაბურია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს $28 ტრილიონი დაუჯდა. "მსოფლიომ უნდა დახარჯოს მილიარდები, რათა დაზოგოს ტრილიონები და თავიდან აირიდოს მილიონობით ადამიანის სიკვდილი“, - წერს მილიარდერი თავის ბლოგში.
მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებმა, პირველ რიგში უნდა გააგრძელონ ინვესტირება იმ მიმართულებით, რაც პანდემიასთან გამკლავებისთვის იქნება საჭირო, ვინაიდან გასულ წელს მაგალითად, თვეები დასჭირდა ამერიკაში საკმარისი რაოდენობის ტესტების უზრუნველყოფას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო პანდემიის დაწყების შემთხვევაში, უკვე იქნება მეგადიაგნოსტიკური პლატფორმები, რაც კვირაში მსოფლიო მოსახლეობის 20%-ის ტესტირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ამასთან, ბილ გეითსი ამბობს, რომ საჭიროა "გლობალური გამაფრთხილებელი სისტემის“ შექმნა. ეს გულისხმობს სწრაფი რეაგირების ჯგუფების შექმნას, როგორიც მაგალითად ხანძრის შემთხვევაშია. "არის ჯგუფები, რომლებიც გამოცდილი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, და რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენენ პოტენციურ კრიზისებზე“. თავისუფალ დროს კი, ეს ადამიანები მალარიასთან ან მაგალითად პოლიომიელიტთან ბრძოლას მოახმარენ. ბილ გეითსი ამბობს, რომ მსოფლიოს დაახლოებით 3000 მსგავსი სპეციალისტი სჭირდება. მისივე თქმით, საჭიროა ასევე მათი რეგულარული წვრთნა, როგორც სამხედრო წვრთნებია.
და ბოლოს, Microsoft-ის დამფუძნებელმა რამდენიმე თვის წინ თავის პოდკასტში განაცხადა, რომ თუ გაგვიმართლებს, შემდეგი პანდემია 20 წელიწადში დაიწყება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პანდემიები ყოველ სამ წელიწადში ერთხელაც შეიძლება განმეორდეს.
რაც შეეხება ამჟამინდელ პანდემიას, გეითსი ამბობს, რომ მისი შეჩერება შესაძლებელია სოციალური დისტანცირებით, პირბადის ტარებით და სხვა პრევენციული ზომებით. ამასთან, მსოფლიოში დაწყებული ვაქცინაციის შედეგს ჩვენ ვნახავთ გაზაფხულისთვის, როდესაც ინფიცირების კლება დაიწყება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ