მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ ვარჩიეთ მარჟის მნიშვნელოვანი ნაწილი შეგვემცირებინა, რათა მომხმარებელს მნიშვნელოვნად არ გაძვირებოდა პროდუქტი“ - "დიოლერ ჯორჯია" (R)

61af103c8b05d
BM.GE
07.12.21 12:25
1054
გერმანული კომპანია „დიოლერ ჯორჯია“ 17 წელია, რაც ქართული ბაზრის მსხვილი მწარმოებლების 95%-ისთვის ნატურალური ინგრედიენტებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ევროპული ხარისხის არაალკოჰოლურ სასმელებს.

„დიოლერ ჯორჯიას“ დირექტორი ბატონი გიორგი ოდიშარია აცხადებს, რომ პანდემიის ორმა წელმა „დიოლერ“-ს ბევრი გამოწვევა და ამავდროულად შესაძლებლობაც შეუქმნა. 2020-21 წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა საკვებისა და სასმელი პროდუქტების სამომხმარებლო ფასები, რაც გარდა პანდემიისა, განაპირობა სხვადასხვა მიზეზმა, კერძოდ, გაძვირდა სატრანსპორტო მომსახურება, ნავთობზე, ხეზე, მეტალზე ფასის ზრდამ განაპირობა შესაფუთი მასალების გაძვირება, პანდემიის გამო გაიზარდა ონლაინ გამოწერები, რამაც თავის მხრივ გაზარდა მოთხოვნა მუყაოზე, გლობალურად გაძვირდა და გაორმაგდა ელენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასები და საბოლოო ჯამში მივიღეთ გაძვირებული ნედლეული.

მიუხედავად ზემოთხსენებული მიზეზებისა, 2020 წელს პანდემიის გათვალისწინებით ჩვენი პარტნიორებისათვის ნედლეულის ფასი არ გაგვიძვირებია უცხოურ ვალიუტასთან მიმართებაში, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სავალუტო ბაზრის მდგრადობაზე, რადგან ნედლეულის ძირითადი ნაწილი ევროპულია და ლარის დევალვირება უარყოფითად აისახა შედეგებზე. კურსის მატების გამო შემოსავლის ზრდის მიუხედავად 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება საქართველოში 50%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წელს შევეცადეთ გამოსავალი გვეპოვა მარაგების სწორი მართვის პრინციპითა და მორგებული საფასო პოლიტიკით.

მართალია, 2021 წელს ჩვენც მოგვიწია ფასების ზრდამ ჩვენი პარტნიორებისთვის, თუმცა არა პროდუქციის თვითღირებულების გაძვირების პროპორციულად, ანუ ჩვენ ვარჩიეთ ჩვენი მარჟის მნიშვნელოვანი ნაწილი შეგვემცირებინა, რათა ჩვენი პარტნიორებისთვისაც შეგვემსუბუქებინა ნედლეულის ფასების გლობალურად ზრდით გამოწვეული ტვირთი და საცალო მომხარებელსაც მნიშვნელოვნად არ გაძვირებოდა პროდუქტი.

შედეგად, პანდემიის პერიოდში „დიოლერ ჯორჯია“-ს სააპლიკატორო ლაბორატორიაში შეიქმნა არაერთი ინოვაციური კონცეფციის მატარებული სასმელი, რომელიც დღის სინათლეს 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის განმავლობაში იხილავს და რაც „დიოლერი“-ს გუნდის უდიდესი შრომის შედეგია და კარგი მაჩვენებელია მოცემულობების გათვალისწინებით.