11.მაისი .2020 18:36

„ჩვენ ვართ ბედნიერი ბიზნესმენები” - როგორ წარმოუდგენია ჭყონიას ახალი ინვესტორების მოზიდვა

views 1221
უკან

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ელოდება, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ინვესტორები თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების დივერსიფიცირებას დაიწყებენ და ამ კუთხით, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს დაიკავებს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

BM.GE კერძო სექტორის მოსაზრებებით დაინტერესდა, რეალურად რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს. ამ თემაზე საუბრისას, ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ საინვესტიციო აქტივობების სტიმულირებისთვის საქართველოს მიმართ ნდობა უნდა გაიზარდოს.

„ეს მარტო კორონავირუსის შემთხვევა არ იქნება, თუ გვინდა, რომ ვთქვათ, იაპონური, ამერიკული ინვესტიცია, რაც ჩინეთშია, გადმოვიდეს საქართველოში, საქართველოსადმი ნდობის ფაქტორი უნდა გაიზარდოს. ქვეყანას უნდა ენდონ, რომ ეს არის სტაბილური, სამართლიანი ქვეყანა.

ინვესტორი თუ გაიგებს, რომ ეს არის ნდობით აღჭურვილი, სამართლიანი ქვეყანა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმ დონეზე დგას, რომ ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყოს და ქვეყანაში სტაბილურობის განცდა არსებობს, რა პრობლემაა. ამის მერე ეკონომიკის მინისტრმა და არა მარტო მან, ბიზნესმენებმა უნდა ეძებონ პარტნიორები იმ ქვეყნებში და მისცენ პირობა, რომ ეს არის ნდობით სავსე ქვეყანა, ჩვენ ვართ ბედნიერი ბიზნესმენები და უთხრან, თქვენც იყავით ბედნიერები ჩვენთან ერთად“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა